მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$20-მილიონიანი ინტერვენციის შედეგად, ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა

5efddcf9d2c6d
BM.GE
02.07.20 17:03
2031
2 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა $20 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგადაც ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.01 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0567 ლარი გახდა. 

ევროსთან მიმართებით ლარის გამყარება 0.35 თეთრი იყო, შედეგად ერთი ევროს საფასური 3.4247 ლარი გახდა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ პირველი სავალუტო ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა. მას შემდეგ სავალუტო ბაზარზე კიდევ 7 ინტერვენცია განხორციელდა, საიდანაც ოთხი $40 მილიონი დოლარის, სამი კი $20 მილიონი დოლარი იყო.

ჯამურად, კრიზისის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა $229.65 მილიონი დოლარი გაყიდა.