მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$20-მილიონიანი ინტერვენციის შედეგად, ლარი დოლართან 0.7 თეთრით გამყარდა

5fc8e31a60fc4
BM.GE
03.12.20 17:02
670
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და გასაყიდად $25 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარზე $19.8 მილიონი გაიყიდა. შედეგად, სავალუტო ბაზარზე ერთი დოლარის ღირებულება 0.7 თეთრით შემცირდა და ერთი დოლარის ახალი ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.11 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ახალი ოფიციალური ღირებულება 
4.0107 ლარი გახდა. 

ეროვნული ვალუტა გამყარდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც. კურსის ცვლილებამ 1.15 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ახალი ღირებულება 4.4426 ლარს შეადგენს.