23.მარტი .2020 17:42

200 000 ანტიგენის ტესტი საქართველოში ჩარტერით გამოიგზავნება - თამარ გაბუნია

views 11975
უკან

200 000 ანტიგენის ტესტი საქართველოში ჩარტერით გამოიგზავნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„სწრაფი ტესტების პირველ ნაკადს საქართველო ამ კვირაში მიიღებს. პირველ ეტაპზე ქვეყანა 3000 ტესტს ელოდება, საიდანაც 1000 ტესტი საჩუქარია. მეორე ეტაპზე გამოიგზავნება 5000 ცალი ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტი და 3000 ცალი ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტი. მესამე ეტაპზე 5000 ცალი ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტი. მეოთხე ეტაპზე 200 000 ანტიგენის ტესტი იქნება მზად, რომელიც ჩარტერით გამოიგზავნება”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწრაფი ტესტების გაკეთება ქვეყანაში 25 აპრილიდან დაიწყება.

„ხვალ ველოდებით ქვეყანაში სწრად ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ეპიდემილოგებს, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა. ტესტების შემოტანა მოხდება ოთხ ეტაპად, ხვალ ველოდებით, 27-ში და ბოლო შემოტანა იქნება 5 მარტისთვის. რაოდენობა არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს დიდი რაოდენობით ჯგუფების გატესტვა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა