2020 წლის ოქტომბერში სრულდება ექვსთვიანი პროგრამა, რომლითაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებდნენ. კომპენსაციების 6-თვიანი პროგრამა აპრილში დამტკიცდა და ის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა. მაშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, დახმარებებისთვის ბიუჯეტში 460 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
BMG-იმ გამოითხოვა ოფიციალური სტატისტიკა იმის თაობაზე, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია და რა თანხა არის ამ პროგრამაზე დახარჯული. როგორც ირკვევა, 460 მილიონის ნაცვლად, კომპენსაციების ბიუჯეტის ჯამური ათვისება 106 მილიონი ლარი იყო.
კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში გაიცემოდა, თუმცა მოქალაქეებს ის უწყდებოდათ მაშინვე, თუკი მათ ანგარიშზე 10 ლარზე მეტი მოცულობის სხვა შემოსავალი დაფიქსირდებოდა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში ამ დახმარებით ერთხელ მაინც 161,905-მა ადამიანმა ისარგებლა.
თვეების მიხედვით კომპენსაციის მიმღებთა სტატისტიკა ასეთია:
მაისი - 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;
ივნისი - 143 801 პირს გადაერიცხა - 28 760 200 ლარი;
ივლისი - 127 430 პირს გადაერიცხა - 25 486 000 ლარი;
აგვისტო - 96 765 პირს გადაერიცხა - 19 353 000 ლარი;
სექტემბერი - 91 315 პირს გადაერიცხა - 18 263 000 ლარი;
სავარაუდოდ, ამ პროგრამის დაბალი ათვისება იყო იმის მიზეზი, რომ მთავრობამ სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან კიდევ ერთი პროგრამა დაანონსა, რაც არასრულწლოვნებისთვის ერთჯერადად 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა იყო.
რაც შეეხება უშუალოდ უმუშევრობის მაჩვენებლებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობა, დაახლოებით, 100 ათასით გაიზარდა. 2021 წლისთვის მთავრობა ვარაუდობს, რომ შემოსავლის აღდგენას 20 ათასი მოქალაქე მაინც შეძლებს.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს 160 ათასამდე მოქალაქე, შესაძლოა, სიღარიბეში აღმოჩნდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ