მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200 ლარიანი დახმარება 881 016 ბავშვმა მიიღო - დარიცხულია 176 203 200 ლარი

5f6b35d80a8f5
ინგა მურუსიძე
23.09.20 18:12
3734
23 სექტემბრის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე  552 430 მშობელი და 918 205 ბავშვია რეგისტრირებული.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200 ლარიანი კომპენსაცია უკვე დაერიცხა 881 016 ბავშვს და დარიცხული თანხის ოდენობა 176,203,200 ლარს შეადგენს.

უწყების ცნობით, დარჩენილია 3706 ბავშვი, რომლის მონაცემებიც მშობლებმა უნდა დააზუსტონ. სამინისტროში განმარტავენ, რომ კომისია ეტაპობრივად ყველა ბავშვის საკითხს განიხილავს და თანხაც ყველას ჩაერიცხება.

ინფორმაციისთვის, 200 ლარიანი ერთჯერადი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე გრძელდება. შესაბამისად, ვინც დამატებით, აღნიშნულ პერიოდამდე დაარეგისტრირებს ბავშვის მონაცემებს და კომპენსაციის მიღებას მოითხოვს, 200 ლარი მომდევნო პერიოდის განმავლობაში მასაც ჩაერიცხება.