დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების დახმარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე 931 494 ბავშვია დარეგისტრირებული.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში bm.ge-ის განუცხადეს, ამ დროისთვის, 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე დაერიცხა 915 426 ბავშვს და დარიცხული თანხის ჯამური ოდენობა 183 085 200 ლარია.
უწყების ცნობით, დარჩენილია 11 790 ბავშვი, რომლის მონაცემებიც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა და მშობლებს მიმართა, რომ გარკვეული სახის ინფორმაცია დააზუსტონ, რაც შეიძლება იყოს რომელიმე დოკუმენტის ატვირთვა ან თარიღის ჩასწორება და ა.შ.
სამინისტროში ამბობენ, რომ "თანხა ყველა ბავშვს აუცილებლად ჩაერიცხება".
აქვე აღსანიშნავია, რომ 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ ბავშვები, ვინც 1 დეკემბრამდე დაიბადებიან, დაბადების მოწმობა აქვთ და მშობლები მათ ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე დაარეგისტრირებენ.
შეგახსენებთ: ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემის წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი და ასევე, StopCoV ფონდში მობილიზებული 134 მლნ ლარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი