მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200-ლარიანი დახმარების მისაღებად ორ დღეში 272 ათასი ბავშვი დარეგისტრირდა

5f3a5dbea0d24
ინგა მურუსიძე
17.08.20 15:00
6640
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 წლამდე ასაკის ყველა მოზარდი 200 ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებს. დახმარების მიღების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება პორტალზე https://daxmareba.moh.gov.ge. პასუხისმგებელმა მშობელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და თანხა ანგარიშზე დაერიცხება.

როგორც BM.GE-ს სოციალური მომსახურეობის სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ალეკო ვაშალომიძემ უთხრა, ამ დროისთვის 272 ათაში ბავშვია დარეგისტრირებული, აქტიურობა მაღალია.

მისივე თქმით, სულ 870 ათასამდე ბავშვის დარეგისტრირებას ელოდებიან, ხოლო პროგრამისთვის გამოყოფილია ის თანხა, რამდენი ბავშვიც ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე.

„აქტიურობა არის ისეთი, რასაც ველოდით და არ მგონია, რომ რეგისტრაციის პროცესში რაიმე სირთულეები შეიქმნას. დღეს დილის 10:00 საათის მდგომარეობით უკვე 190 ათასი მშობელი იყო დარეგისტრირებული და 272 ათასი ბავშვი, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 15 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე. რეგისტრაციის გავლის დროს ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ ბევრი ადამიანი ერთდროულად მიმართავდა პორტალს, თუმცა, დღეიდან მოქალაქეების დარეგისტრირების პროცესში ჩართული არიან როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიული ერთეული, ისე რეგიონული განვითარების სამინისტრო, ასევე იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ასევე ლიბერთი ბანკების ფილიალები“, - განაცხადა ვაშალომიძემ.