მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200-ლარიანი კომპენსაციის მიღებისთვის საჭირო კრიტერიუმებში ცვლილებაა

5f0ad6314f024
შოთა ტყეშელაშვილი
12.07.20 13:20
4331
მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილებით შეიცვალა ის კრიტერიუმები, რომლითაც მოქალაქეებმა 200-ლარიანი კომპენსაციები უნდა მიიღონ. შემოსავლების სამსახურის განმარტების თანახმად, დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან.

ამავე დადგენილებში შესული ცვლილებებით, დამატებით 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის ინდივიდუალური მეწარმე პირები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთაც 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ დადგენილი ვადის დაგვიანებით.

შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ემატება კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში წარდგენილი 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია.

ივნისის მდგომარეობით, უმუშევრობის კომპენსაცია 90,802 პირს ჩაერიცხა. იმ შემთხვევაში თუ ამ ადამიანებს კომპენსაციის მიღების პერიოდში ერთხელ მაინც დაუფიქსირდებათ 10 ლარზე მეტი მოცულობის სახელფასო შემოსავალი, ისინი კომპენსაციის მიღების უფლებას დაკარგავენ.