მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 203,000 ადამიანი დარეგისტრირდა

607d6afbb9bd8
შოთა ტყეშელაშვილი
19.04.21 15:33
1323
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად სულ 203,375 განაცხადია დარეგისტრირებული. ამასთან, მათ ელექტრონულ სისტემაში მარტის კომპენსაციებზე ახალი განცხადებების რეგისტრირების ბოლო ვადა 20 აპრილია.

"შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, მარტში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 20 აპრილის ჩათვლით, რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან - https://eservices.rs.ge/Login.aspx მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის, ონლაინშევსების წესის შესახებ ვიდეოინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159

https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8

აქვე შეგახსენებთ, რომ სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა," - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.