მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200-ლარიანი წახალისების ამოქმედების შემდეგ 60 წელს ზემოთ პირთა აცრების რიცხვი 332%-ით გაიზარდა

6196381be4694
მარიამ ვარადაშვილი
18.11.21 15:20
1844
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით 60 წელს ზემოთ ასაკის 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 332,41%-ით მეტია.

სამინისტროს ცნობითვე, მთავრობის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც 60 წელს გადაცილებული პირები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა. მოქალაქეები განსაკუთრებული აქტივობით რეგიონებში გამოირჩევიან.  

“თუ შევადარებთ ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემებს, განსხვავება აშკარაა. მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697,39%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%- ით მეტი ადამიანი იცრება”,-აცხადებენ სამინისტროში.



პრემიერ-მინისტრის 8 ნოემბრის განკარგულებით 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.