მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200-ლარიანმა დახმარებამ 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს აცრის სტიმული მისცა - გამყრელიძე

61963f5ab7c12
ინგა მურუსიძე
18.11.21 16:00
1265
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 200-ლარიანმა წამახალისებელმა აქციამ 60 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებს ვაქცინაციის სტიმული მისცა.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინირებულებში აქციამდე 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების წილი 28-29% იყო, ხოლო ახლა ეს მაჩვენებელი ერთი დოზით აცრილებში 50%-ს გადაცდა.

„წამახალისებელი, 200 ლარიანი დანამატი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი. ვფიქრობთ, ამან გარკვეული სტიმული ნამდვილად მისცა. ერთი დოზით აცრილების რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა, თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ასაკის დაახლოებით 450 ათასი ადამიანია აუცრელი და ეს ხალხი თუ აიცრება, „გარკვეულწილად გავტეხავთ დაავადებას“.

შეგახსენებთ, 60 წელს გადაშორებული ყველა ადამიანი, ვინც აიცრება, სახელმწიფოსგან 200 ლარიან დახმარებას მიიღებს.

200-ლარიანი წახალისების ამოქმედების შემდეგ 60 წელს ზემოთ პირთა აცრების რიცხვი 332%-ით გაიზარდა