მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200-ლარიანმა წახალისებამ და „მწვანე პასპორტის“ მექანიზმმა ვაქცინაციაზე იმოქმედა - გამყრელიძე

61a74a86b63c0
ინგა მურუსიძე
01.12.21 14:19
518
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანმა მექანიზმმა და „მწვანე პასპორტის“ მექანიზმის გაცხადებამ იმოქმედა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ამ დროისთვის, 200-ლარიანი წახალისების დაწყებიდან დღემდე 56 432 ადამიანი აიცრა, რაც კარგია, თუმცა არა - საკმარისი.

„ინფიცირების მაღალი რიცხვი გვაქვს, რაც ფრიად საყურადღებოა. ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება აცრებს, ნოემბრის საშუალო სჯობს ოქტომბრის საშუალოს ცოტათი, თუმცა ბოლო კვირაში საშუალო გვაქვს 11 863 აცრა დღეში. ეს ყველაფერი არის იმის ხარჯზე, რაც წახალისებები დაიწყო და „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია გაჟღერდა.

წახალისებებმა იმუშავა. მას შემდეგ, რაც 200-ლარიანი წახალისება დაიწყო, აცრილია 56 432 ადამიანი. დღეში, დაახლოებით, 2 565 ადამიანი იცრება და ეს მეტია როგორც ნოემბრის, ისე ოქტომბრის და სექტემბრის საშუალოზე. ანუ მაჩვენებელი მიდის ზემოთ, რაც დამაიმედებელია, რომ ეს წახალისება მუშაობს. 56 ათასი აცრა ცუდი არ არის, თუმცა არც ძალიან კარგია, რადგან ამ ასაკის მოსახლეობის წილი ქვეყანაში არის 800 ათასი და პირველადი აცრით აცრილია 350 ათასი ადამიანი, რაც ძალიან ცოტაა. სიკვდილიანობა სწორედ ამ სეგმენტში ყველაზე მეტია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და მოქალაქეებს ვაქცინაციის გააქტიურებისკენ მოუწოდა.