დღეს ისტორიული მომენტია, ისტორიული, რადგან რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ჩვენ დღეს ამას [ევროპული პერსპექტივის მინიჭება] ჯერ ნამდვილად ვერ მივიღებდით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ის სიტყვით გამოვიდა სამართლის განათლების და ექსპერტიზის ცენტრის „მართლმსაჯულების სახლი“ პრეზენტაციაზე.
„ყველამ ვიცით, რომ დღეს ისტორიული მომენტია, ისტორიული, რადგან რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ჩვენ დღეს ამას [ევროპული პერსპექტივის მინიჭება] ჯერ ნამდვილად ვერ მივიღებდით. ეს უნდა ვიცოდეთ და ვაღიარებდეთ ყოველ წუთში, რომ ეს არ არის ჩვენი მიღწევა. საქართველო, ევროპული ინტეგრაციის ამ გზაზე, მართლაც იყო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, მაგრამ ცოტათი ჩამოვრჩით ჩვენი ერთობლივი ბრალეულობით. ბოლო პერიოდში კი, მოხდა ის, რასაც არ ველოდებოდით - კანდიდატურის წარდგენა. ამისათვის თარიღიც კი იყო დასახელებული - 2024 წელი, თუმცა ამისთვის არაფერი იყო მზად.
ეს მოხდა და დღეს ჩვენ ამით ვსარგებლობთ, რისთვისაც ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ უკრაინის. დღესაც უკრაინაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. არ ჩერდება საჰაერო თავდასხმები, უკვე გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭო და იქაც ჩანს, თუ რამდენად მძიმეა ეს მდგომარეობა. მინდა პატივი მივაგო უკრაინაში დაღუპულ ოცდამეშვიდე ქართველს. ისინი არ არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები, მაგრამ არიან ქართული ღირსების წარმომადგენლები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი