მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200,000 გაუქმებული ავიარეისი - კორონავირუსის საფრთხის გამო ავიაკომპანიების აქციებზე ფასი ეცემა

5e550f076c3c5
ნათია თაქთაქიშვილი
25.02.20 17:16
999
საფონდო ბირჟებზე, კორონავირუსის საფრთხის გამო, ავიაკომპანიების აქციებზე ფასები ეცემა. ამის შესახებ ინფომაციას CNBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასული დღე-ღამის განმავლობაში American Airlines-ის აქციებზე ფასი 8.5%-ით შემცირდა, Delta Air Lines’-ის აქციებზე - 6.3%-ით, United Airline-ის აქციებზე - 3.3%-ით, ხოლო Southwest Airlines-ზე - 4.3%-ით.

რაც შეეხება ევროპულ ავიაკომპანიებს, დაბალბიუჯეტიანმა ავაიკომპანია EasyJet-მა შემოსავლების 16.7% დაკარგა, ხოლო მისმა კონკურენტმა Ryanair-მა - 13.5%. შემოსავლების დაკარგვაზე აცხადებენ Lufthansa, British Airway და Air France-KLM-ი. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო, Lufthansa-ს შემოსავლები 8.8%-ით შემცირდა, British Airways-ის მფლობელი კომანიის International Consolidated Airlines Group-ის - 9%-ით, ხოლო Air France-KLM-ის - 8.7%-ით.

საკონსულტაციო კომპანიის Cirium-ის მიხედვით, 200,000-ზე მეტი ფრენის გაუქმება მოხდა ბოლო სამი კვირის განმავლობაში და მოსალოდენელია კიდევ უფრო მეტი რეისის შეჩერება, თუკი ვირუსი გავრცელებას განაგრძობს.

საერთაშორისო საავიაციო ასოციაციის (IATA) მიხედვით, წელს ავიაკომპანიები დაახლოებით, 29.3 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავენ. აზიის რეგიონში ავაიკომპანიების ზარალი, დაახლოებით, 27.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს 2020 წელს, ხოლო აზიის ფარგლებს გარეთ - 1.5 მილიარდ აშშ დოლარს.