19.ნოემბერი .2019 11:44

2005 წლის შემდეგ პირველად, საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

views 219
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა.

როგორც bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ვიზიტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის შედეგი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და რომლის დროსაც გადაწყდა შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა 14 წლიანი პაუზის შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ასევე ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქეთის ვაჭრობის მინისტრ რუსარ ფექჩანთან.
საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ნათია თურნავას მოხსენება. ის, როგორც კომისიის თანათავმჯდომარე, ხელს მოაწერს კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები. მათ შორის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი - შერეული ეკონომიკური კომისია 2005 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა და მისი აღდგენა რამდენიმე კვირის წინ, კერძოდ 31 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტისას გადაწყდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა