ბათუმში 2007 წლიდან მოქმედმა წისქვილკომბინატმა „ოქროყანა“ წარმოების პროცესი შეაჩერა.ამის შესახებ BM.GE-ის კომბინატის ხელმძღვანელმა ნოდარ მელიქიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მიზეზი ხორბლის იმპორტირებისას შექმნილი გამოწვევებია, რომელმაც საწარმო ფქვილის იმპორტთან მიმართებით - არაკონკურენტულ პირობებში, კომპანია კი ზარალის წინაშე დააყენა. ნოდარ მელიქიშვილი განმარტავს, რომ მისთვის წარმოების გაჩერების გადაწყვეტილება მარტივი მისაღები არ იყო, რადგან წისქვილკომბინატი, დაახლოებით, 50 სამუშაო ადგილს ქმნიდა და თვიურად 3 000 ტონა ხორბლის გადამუშავებით მიღებული ფქვილითა და ქატოთი როგორც აჭარის, ასევე გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის და გარკვეულწილად კახეთის რეგიონებსაც ამარაგებდა.
„დაახლოებით, 2 თვეა, რაც წარმოება გავაჩერეთ, რადგან რუსეთიდან ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაძვირდა. საბაჟოზე დამატებითი გადასახადის გადახდა გვიწევდა, რაც პროდუქტის შემოტანას და გადამუშავებას მნიშვნელოვნად აძვირებდა, მაშინ როდესაც, რუსეთიდან ფქვილის იმპორტი ბევრად იაფი გამოდის. შესაბამისად, ფქვილის იმპორტთან კონკურენციაში ვერ შევედით და წარმოების გაჩერება გადავწყვიტე. ეს ძალიან მტკივნეული იყო, რადგან დასაქმებულების გათავისუფლება მოგვიწია. საწარმოს ამოქმედებას მდგომაროების გამოსწორებამდე ვერ შევძლებთ“, - აცხადებს ნოდარ მელიქიშვილი.
წისქვილკომბინატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეისთვის ბაზრის მოთამაშეებისთვის ფქვილის იმპორტის განხორციელება უფრო მარტივია, რადგან მისი შემოტანა უფრო იაფი ჯდება, ვინაიდან რუსეთში ფქვილის იმპორტზე გადასახადი არ არის დაწესებული. შესაბამისად, „ოქროყანამაც“ ფქვილის იმპორტის განახორციელება დაიწყო, რაც მისივე თქმით, გარკვეულ გამოწვევებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ნოდარ მელიქიშვილი განმარტავს, რომ დღეისთვის წისქვილკომბინატები სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ხელშემწყობი მექანიზმების ამოქმედებას ელიან - როგორიც, მაგალითად, ხორბლის იმპორტისას დამატებითი ღირებულების გადასახადისგან დარგის გათავისუფლებაა, რათა ბიზნესსუბიექტებმა ფქვილის იმპორტიორებთან მიმართებით კონკურენტულ გარემოში შეძლონ ოპერირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები ზარალს მიიღებენ და წისქვილკომბინატების უმრავლესობა დაიხურება.
„ვიცით, რომ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაშია და დარგის გამოწვევების გადაჭრაზე მუშაობა მიმდინარეობს. თუ სახელმწიფო ადგილობრივი წარმოებებისთვის ხელშემწყობ მექანიზმებს აამოქმედებს, ჩვენ არ მოვერიდებით დამატებით ფინანსურ დანახარჯებს, რომელიც წარმოების გასაახლებლად დაგვჭირდება და მოკლე პერიოდში აღვადგენთ წარმოებას“, - ამბობს წისქვილკომბინატ „ოქროყანას“ ხელმძღვანელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი