მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2008 წლამდე დაუსრულებელი მშენებლობებისთვის შეღავათები 2026 წლამდე გახანგრძლივდა

5e3bb15384da9
ინგა მურუსიძე
06.02.20 10:29
881
2008 წლამდე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების პროექტი 2026 წლამდე გახანგრძლივდა. მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე გააჟღერა.

„მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლამდე დაუსრულებელი მშენებლობებისთვის ხელშეწყობის და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება კანონის ეს მუხლი გავაგრძელოთ 2026 წლამდე. ეს შეღავათი იყო ძალიან ეფექტური და ხელი შეუწყო ბევრი დაუსრულებელი მშენებლობის დასრულებას, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ასეთი პროქტები საკმაოდ ბევრი იყო. ჩვენ მივიღეთ გადწყვეტილება, რომ ეს შესაძლებლობა ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე“, - განაცხადა გახარიამ.

პარლამენტმა კანონი, რომელიც ამ მშენებლობებს გადასახადისგან ათავისუფლებს 2015 წლის 20 მარტს მიიღო და ის მაშინდელი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას წარმოადგენდა. შეღავათები დაუსრულებელი მშენებლობებისთვის რამდენჯერმე გახანგრძლივდა. 2008 წლამდე დაუსრულებელი მშენებლობები დღგ-სგან არიან გათავისუფლებული.