მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2010 წლიდან თითქმის 20-ჯერ გაიზარდა აგროსექტორში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება- ISET

6426dc19d7fd1
ანუკა ჯოხაძე
31.03.23 22:47
615
ISET-ის კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2010 წლიდან მნიშვნელოვნად, თითქმის 20-ჯერ გაიზარდა აგროსექტორში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება, თუმცა როგორც კვლევით დგინდება, დანახარჯების ზრდას, აგროსასურსათო ექსპორტში ისეთი დადებითი დინამიკა არ ჰქონდა რა მოლოდინიც არსებობდა. ISET მიიჩნევს, რომ DCFTA -ს ბენეფიტების სრულად ათვისება ვერ ხდება.

ISET წამყვანი ეკონომისტის განმარტებით, არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი ზრდა ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მიმართულებითაც და ისევ ის პროდუქცია გადის ექსპორტზე, რომელზეც აქცენტს საქართველო წლების წინ აკეთებდა.

მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამები ძირითადად პირველადი წარმოებისკენ არის მიმართული, ხოლო სხვა დანარჩენი რგოლები, მათ შორის პროდუქციის რეალიზაციის ნაწილი უყურადღებოდ რჩება.

“არსებულმა პროექტებმა დადებითი გავლენა მოახდინა პირველად წარმოებაზე სოფლის მეურნეობის დარგში. რეალური მთლიანი პროდუქტი გაიზარდა, თუმცა პრობლემები გვაქვს ჯაჭვის სხვა რგოლებში. ეს უკავშირდება პროდუქციის გასაღებას, გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება და ა.შ.ხშირია შემთხვევა როდესაც წარმოება იზრდება, მაგრამ ვერ ხდება მისი რეალიზაცია.

ეს იმიტომ რომ ბენეფიციარებზე სხვადასხვა დახმარების გაცემის დროს არ არის გათვალისწინებული სრულყოფილი ბიზნესგეგმის კომპლექსური ხედვა, რაც უნდა ჰქონდეს სუბსიდიის მიმღებს,”-ამბობს ISET-ის წამყვანი ეკონომისტი სალომე გელაშვილი.