მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2013-2020 წლებში საქართველოში 38 ჰიდროელექტროსადგური აშენდა

604bb0070ddd5
თელარა გელანტია
13.03.21 09:00
2182
2013-2020 წლებში საქართველოში 38 ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.

ირკვევა, რომ რაოდენობრივად ყველაზე ნაყოფიერი 2018 წელი იყო, როცა 8 ჰესი ამუშავდა. 2020 წელს კი, 6-მა ჰიდროელექტროსადგურმა დაიწყო ელექტროენერგიის გამომუშავება. მთლიანობაში ამ ახალი ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 665 მეგავატია, ხოლო პროგნიზირებული წლიური გამომუშავება 2426,23 გვტ.საათია. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციითვე, ბოლო 8 წელიწადში აშენებულმა 38 ჰიდროელექტროსადგურმა ენერგეტიკის დარგში 1.3 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

საინტერესოა ისიც, რომ აქედან 1 მლრდ დოლარი მოდის იმ ხუთ მსხვილ ჰესზე, რომელიც ბოლო 8 წელიწადში აშენდა. ესენია: ფარავანჰესი - $196 მლნ, დარიალჰესი - $125 მლნ, შუახევიჰესი - $550 მლნ, ხელვაჩაურჰესი - $98 მლნ, კირნათიჰესი - $104 მლნ.

რაც შეეხება ჰესების რუკას ანუ საქართველოს რომელ რეგიონებში აშენდა ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური ბოლო წლებში - სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლიდერია მცხეთა-მთიანეთი 8 ჰესით. შემდეგ მოდის სამეგრელო ზემო სვანეთი და კახეთი 6-6 ჰესით. ასევე, აჭარაში 2017-2018 წლებში 5 ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში.