მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2013-2022 წლებში სოფლის მეურნეობაში ინვესტირებულია ₾4,7 მილიარდზე მეტი - ხანიშვილი

63a84e28c5aa3
თელარა გელანტია
25.12.22 18:00
637
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გელა ხანიშვილის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის დარგში 4 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ თანხაში სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 1 მილიარდ ლარს არ აღემატება.

„ყველაზე შთამბეჭდავი სწორედ ეს არის ანუ სახელმწიფო ყველა პროექტში არის მასტიმულირებელი, ხოლო ძირითადი ინვესტიცია კერძო კაპიტალი და ბანკებიდან აღებული სესხია“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

BMG-ის კითხვაზე - სად არის ის ზღვარი, როდესაც სოფლის მეურნეობის წახალისებაზე ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი არ დაიხარჯება, გელა ხანიშვილმა თქვა, რომ „ჯერ ამ წერტილამდე შორია“.

„მსოფლიოს ყველა ქვეყანა სოფლის მეურნეობას ასტიმულირებს. ყველა ქვეყანას სტიმულირების თავისი მოდელი აქვს. ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ საქმით და არა მხოლოდ სიტყვით და ამის დამადასტურბეელი არის ის, რომ 2014 წელს როდესაც ასოცირების ხელშკრულებას მოეწერა ხელი, ჩვენმა ქვეყანამ 272 საკანონმდებლო აქტის ევროპულთან დაახლოების ვალდებულება აიღო. აღსანიშნია, რომ 272-დან 162 საკანონმდებლო დოკუმენტი უკვე მიღებულია და წლის ბოლომდე ეს რიცხვი 170-მდე გაიზრდება. პროგრამა გაწერილია 2015-2027 წლებზე. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამები, რომლითაც სოფლის მეურნეობას ვეხმარებით, მინიმუმ 2027 წლამდე გაგრძელდება“, - განმარტა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

გელა ხანიშვილის შეფასებით, დარგის მხარდაჭერ სხვადასხვა პროგრამას შორის ყველაზე წარმატებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაა“, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება.