მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2016 წლის შემდგომ მოსახლეობის 45%-ის კეთილდღეობა არ შეცვლილა, 32%-ის გაუარესდა

600e899278880
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.21 13:10
803
აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევის ეკონომიკური ნაწილის მიხედვით, გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ მათი ოჯახის კეთილდღეობა 2016 წლის შემდგომ არ გაუმჯობესებულა, 32% კი ამბობს, რომ მათი ვითარება გაუარესდა; გაუმჯობესებაზე 23% საუბრობს. 

NDI-ის ანგარიშის თანახმად, საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესების შესახებ უფრო მეტად აფიქსირებენ პოზიციას მმართველი პარტიის მხარდამჭერები, რა ჯგუფშიც გამოკითხულთა 41%-მა დაასახელა, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა 2016 წლის შემდგომ გაუმჯობესებულია. თავის მხრივ, ოპოზიციის მხარდამჭერთა 51% აცხადებს, რომ ბოლო 4 წელში მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. 



NDI-ის ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიის გამო, ეს კვლევა სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით ჩატარდა. 

საველე სამუშაოების პერიოდი: 17-24 დეკემბერი, 2020; 2,053 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%.