საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიან ჯაიშანკართან შეხვედრის შემდეგ საქართველო-ინდოეთის ეკონომიკურ კავშირებზე და მათი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, რაც კიდევ უფრო ვითარდება. ყოველწლიურად ინდოეთიდან რამდენიმე ათასი სტუდენტი ჩამოდის თბილისში, იღებს განათლებას, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე შემდგომი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განვიხილეთ, რომელიც როგორც ვაჭრობას, ეკონომიკას, ასევე ზოგადად, ჩვენს ურთიერთობებს შეეხება“.
ეკონომიკური ურთიერთობები კი ვაჭრობისა და ინვესტიციების გარდა ტურიზმსაც მოიცავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017-2019 წლებში ინდოეთიდან საქართველოში 148 121 ვიზიტორი შემოვიდა. (2017 წელს - 42 605; 2018 წელს - 50 910; 2019 წელი - 54 606). 2020 წელს კი ინდოეთიდან შემოსულ პირთა რაოდენობამ 8 364 შეადგინა.
რამდენიმე დღის წინ BM.GE 2017-2021 წლებში საქართველოს საზღვრიდან უკან გაბრუნებული უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკის შესახებ წერდა. შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ინდოეთი იმ ქვეყნების ხუთეულში შედის, საიდანაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ყველაზე მეტ მოქალაქეს ეთქვა.
შსს-ს ინფორმაციით, 2017-2019 წლებში ინდოეთიდან საქართველოში ჯამში 8 643 პირი არ შემოუშვეს. ამასთან, 2017 წელს ინდოეთი საქართველოდან უკან გაბრუნებული 1 453 ვიზიტორით პირველ ადგილს იკავებდა, 2018 და 2019 წლებში კი მეორე ადგილზე იყო (2 254 პირი, 4 936 პირი). აღნიშნულ წლებში სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის უფლება ყველაზე ხშირ შემთხვევაში ირანის მოქალაქეებს არ მისცეს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს პანდემიამ მიმოსვლა ქვეყნებს შორის შეაჩერა და საზღვრისკვეთის მაჩვენებელი მნიშნელოვნად შემცირდა. შესაბამისად საქართველოს საზღვრიდან უკან გაბრუნებული უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკაში ინდოეთი 2020-2021 წელს ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ 2017-2020 წლებში საქართველოში შემოსვლზე უარი უცხო ქვეყნების 56 863 მოქალაქეს ეთქვა. ამასთან, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზების სტატისტიკას სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი არ აწარმოებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი