02.აპრილი.2016 10:04
ეკონომიკა

2017 წლიდან, ტაქსის მძღოლებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება და რეგისტრაცია მოუწევთ

2017 წლიდან, ტაქსის მძღოლებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება და რეგისტრაცია მოუწევთ
მომავალი წლიდან ტაქსის მძღოლებს საქმიანობისთვის გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება და რეგისტრაცია მოუწევთ. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის მთავრობას აღნიშნული სფეროს რეგულირებისთვის პირველადი დოკუმენტი შემუშავებული აქვს.

"აქტიურად ვმუშაობთ მერიის სამსახურები სფეროს სპეციალისტებთან ერთად, რომ ის დაურეგულირებლობა, რაც არსებობს, მოწესრიგდეს. ამ წუხილს გამოთქვამს როგორც თბილისის ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ჩამოსული სტუმრები, რომელთათვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს პირველადი დოკუმენტი. მთავარი ამოსავალი ამ დოკუმენტში არის უსაფრთხოება. გარდა ამისა, ამ დოკუმენტში ასახულია სტიმულირების მექანიზმები, თუ როგორ შეიძლება მივცეთ სტიმული იმ მეწარმეებს, რომლებიც დღეს არიან ჩართულნი ამ საქმიანობაში. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი მომავალი წლიდან დაიწყოს მინიმალური რეგულაციებით და რამდენიმე ეტაპად გაიწეროს", - განაცხადა ლექვინაძემ.

მისი განმარტებით, ნებისმიერ მძღოლს, რომელიც მინიმალურ რეგულაციას გაივლის, ტაქსის სერვისით მგზავრების მომსახურება შეეძლება.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და ბევრისთვის ეს შემოსავალი მნიშვნელოვანია, ამიტომ ვცდილობთ ორმხრივი ინტერესები გავითვალისწინოთ. უახლოეს პერიოდში გვექნება დოკუმენტის წარდგენა შესაბამისი ვადებით და ინფორმაციით, რომელიც ტაქსის მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
ავტორი: დავით ჯალაღონია

21.აპრილი.2019 00:20
52

SOCAR Energy Georgia - რეიტინგის ლიდერი Forbes Georgia-ს მიხედვით

ვრცლად
20.აპრილი.2019 21:02
110

რა შემთხვევაში უნდა აშენდეს ჰესები დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე? - კახა კუჭავას პოზიცია

ვრცლად
20.აპრილი.2019 20:01
153

ენერგოპროექტებიდან ქონების გადასახადი შესაძლოა იქ დარჩეს, სადაც ობიექტი მდებარეობს

ვრცლად
20.აპრილი.2019 19:00
96

საქსტატი ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე სუბიექტების საქმიანობის შესახებ კვლევას ჩაატარებს

ვრცლად
20.აპრილი.2019 18:00
163

ღვინის სადეგუსტაციო ტრანსპორტი - რა სერვისს სთავაზობს WinGo tours-ი ტურისტებს

ვრცლად
20.აპრილი.2019 17:25
6351

“გლეხების მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია უნდა შეიზღუდოს“ - რა არგუმენტი აქვს ბიზნესს?

ვრცლად