მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018-2019 წელს $72 მლნ-ის რძის პროდუქტების იმპორტი განხორციელდა - SavvY

5eac5307ccd82
ნინი ლონგურაშვილი
01.05.20 23:10
2055
“საქართველოში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია", – ამის შესახებ “საქმიანი დილის“ ეთერში SavvY-ს მმართვალმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ ისაუბრა.

“ჩვენ შევისწავლეთ რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ამ მიმართულებით ადგილობრივ ბაზარზე. 663 000 ტონა იყო 2018-2019 წლის მოხმარება, რაც საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე 178 კგ.-ს უდრის. ეს თავისთავად არის რძის კუთხით გამოსახული სტატისტიკა და აქ შედის, როგორც უდიდესი ნაწილი ყველი, დაახლოებით 50%, ასევე წილს იკავებს კარაქი, ნედლი რძე და თავისთავად მაწონიც.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2018-2019 წელს დაახლოებით $72 მლნ-ის იმპორტი განხორციელდა რძის პროდუქტების კუთხით საქართველოში, რაც ჯამში 237 მლნ ლიტრი რძეა", – განაცხადა მარიამ ქოიავამ. 

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების ყოველწლიური გამოკვლევის მიხედვით, რძის პროდუქტებიდან შინამეურნეობები ყველაზე დიდი
ინტენსივობით მოიხმარენ ყველს, მაწონს, კარაქს, არაჟანს და რძეს. 2018 წლისთვის, ნედლი რძის ექვივალენტში, რძის პროდუქტების მთლიან მოხმარებაში 96% სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე მოდის. საშუალო მოხმარება 1 სულზე ყველის შემთხვევაში შეადგენს 12.4 კგ.-ს, მაწვნის შემთხვევაში - 6.6 კგ.-ს, რძის შემთხვევაში 4.7 ლ.-ს, კარაქის შემთხვევაში 2.6 კგ.-ს, ხოლო არაჟნის შემთხვევაში 1.8 კგ.-ს.