მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018-2021 წლებში USAID Zrda-მ თუშეთში 600 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა

60ebdedc9befa
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.21 10:46
719
მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში პრეზენტაცია - ამ სახელწოდებით ხვალ, 13 ივლისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პროექტის - USAID - „ზრდა“ პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაცია სათემო მართვის გაძლიერების, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით პროექტის მიერ განხორციელებული ინტერვენციების შედეგებს შეაჯამებს.

USAID-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, 2018-2021 წლებში Zrda-ს ინვესტიცია თუშეთში შეადგენს, დაახლოებით, 600 000 ლარს, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების გენერირებამ, მთლიანად ახმეტის მუნიციპალიტეტში, 4.1 მლნ ლარს მიაღწია, რომლისგანაც ნახევარი მოდის თუშეთზე. აღნიშნული ინვესტიციების შედეგად შეიქმნა 45 ახალი სამუშაო ადგილი.

USAID-ის „ზრდა“ პროექტმა თუშეთის მდგრადი ტურიზმის განვითარების ინიციატივა 2018 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც „ზრდამ“ მოახდინა ინვესტირება აგრარულ, ტურიზმისა და მომსახურების სექტორებში გრანტების, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, ტრენინგების და კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენელთა ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით.

ღონისძიებაზე პრეზენტაციასთან ერთად, გაიმართება პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ასევე თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლადო კახოიძე მიიღებს.