11.იანვარი .2019 13:16

2018 წელს აღსრულების ბიურომ 4 266 ერთეული ალიმენტი დაარეგულირა

views 411
უკან

აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც bm.ge-ის აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, ბიუროს ფარგლებში შექმნილი მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, 2018 წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით 15 000-მდე საქმე დასრულდა.
მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი კატეგორიების მიხედვით შემდეგია:

• სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ და სისხლის ჯარიმების შემთხვევაში, მორიგების/განწილვადების მაჩვენებელმა შეადგინა 11 184 ერთეული, რაც საქმეთა საერთო ოდენობის 75 პროცენტს შეადგენს;
• ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის კატეგორიაში სულ დასრულებული 312 საქმიდან მორიგებით დასრულდა 304 შემთხვევა, რაც 97 პროცენტს შეადგენს;
• 2018 წლის მანძილზე შეწყდა 475 აუქციონი და შესაბამისად, არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
• აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დარეგულირებული ალიმენტის რაოდენობამ შეადგინა 4 266 ერთეული.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ბიუროს მთავარ სტრატეგიას კვლავ მხარეთა ინტერესების დაცვა და დავების მორიგებით დასრულება წარმოადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა