მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018 წელს გერმანიაში 270 მლნ ევროს ავოკადოს იმპორტი განხორციელდა

5dc26cfc33d67
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 19:40
991

ბოლო 10 წლის განმავლობაში გერმანიაში ავოკადოს იმპორტი თითქმის 9-ჯერ გაიზარდა, - აღნიშნულ მონაცემებს ფედერალური სტატისტიკის ბიურო ავრცელებს.

კერძოდ,  2008 წელს ავოკადოს იმპორტი გერმანიას 32 მილიონი ევრო დაუჯდა, 2018 წელს კი, მისი იმპორტისთვის ქვეყნიდან 270 მილიონი გავიდა.


სტატისტიკის ბიუროს ინფორომაციითვე, 2018 წელს გერმანიაში მაღალი ცხიმის შემცველი ხილის იმპორტმა 94.000 ტონა შეადგინა. 


ცნობისთვის: ავოკადო თბილ კლიმატს საჭიროებს. მისი უდიდესი მწარმოებოებლები ლათინური ამერიკის სახელმწიფოებია. გასულ წელს, გერმანიაში პერუდან - 28,000 ტონა, ჩილედან - 16,000 ტონა და ესპანეთიდან 12000 ტონა ხილი შევიდა.