15.აგვისტო .2019 14:35

2018 წელს რეინვესტიცია 29%-ით შემცირდა

views 224
უკან

2018 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6% შეადგინა.

"საქსტატმა" პირდაპირი უცხოური ინვეტსტიციების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2017 წელს FDI-ში რეინვესტიციის წილი 31,4% იყო. 2016 წელს – 18,8%, 2015 წელს – 9,1%, 2014 წელს – 17,6%, ხოლო 2013 წელს 26,6%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, 2018 წელს განხორციელებული 1 265.2 მლნ აშშ დოლარის FDI-დან რეინვესტიციის წილი 437.2 მლნ აშშ დოლარი იყო.

მათივე ინფორმაციით, 2017 წელს უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოში 616.6 მლნ აშშ დოლარის რეინვესტიცია განახორციელეს, 2016 წელს - 311.0 მლნ დოლარის, ხოლო 2015 წელს კი - 158.0 მლნ დოლარის.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 პროცენტით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა