31.აგვისტო .2019 20:47

2018 წელს საქართველოს 44 სასტუმრო შეემატა

views 663
უკან

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 1 639 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც 44 ერთეულით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე, ბოლო 5 წელიწადში კი მათი რაოდენობა გაორმაგებულია.

2 529-ით გაიზარდა სასტუმროებში და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ნომრების რაოდენობა და 33 186 შეადგინა. ერთ დაწესებულებაზე საშუალოდ 20 ნომერი მოდის. 2010 წელთან შედარებით ნომრების რაოდენობა გასამმაგებულია.

2018 წელს სასტუმროებს 3.7 მლნ ადამიანი ესტუმრა, რაც 285 ათასით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე.

იზრდება სასტუმროებში დასაქმებულთა რაოდენობაც, გასულ წელს 19 261 ადამიანი იყო დასაქმებული. 2014-2018 წლებში სასტუმროებს წელიწადში საშუალოდ 2 000 სამუშაო ადგილი ემატებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა