10.იანვარი.2019 19:26
საზოგადოება

2018 წელს საქართველოში კრიმინალი 58%-ით გაიზარდა, გახსნის მაჩვენებელი 19%-ით დაეცა

2018 წელს საქართველოში კრიმინალი 58%-ით გაიზარდა, გახსნის მაჩვენებელი 19%-ით დაეცა
2018 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებული კრიმინალის რაოდენობა რეკორდული ტემპით - 58%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, 19.71%-ით არის შემცირებული დანაშაულის გახსნის კოეფიციენტი და ის 34.43%-ს შეადგენს.

საპატრულო პოლიციამ 2018 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევის სულ 53,637 შემთხვევა აღრიცხა.

დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით, პირველ ადგილზე საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალური აქტებია. 2018 წელს ამ კატეგორიის სულ 22,524 ფაქტი აღირიცხა, რაც 2017 წელთან შედარებით 81%-ით მეტია. გახსნის კოეფეიციენტი აქაც შემცირებულია და ის მხოლოდ 24%-ს შეადგენს. წლის განმავლობაში ქურდობის 17,556 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ 22% გაიხსნა. 2017 წელს გახსნის კოეფიციენტი 44% იყო.

რაც შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, 2018 წელს, განზრახ მკვლელობების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა და მან 69 შეადგინა, აქედან პოლიციამ 45 შემთხვევა გახსნა, რაც გახსნის 65%-იან კოეფიციენტს ნიშნავს. 2017 წელს პოლიციამ მკვლელობათა 85% გახსნა.

ოჯახური ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიებების რაოდენობა 123%-ით არის გაზრდილი და 4,418-ს შეადგენს. გახსნის მაჩვენებელი 62%-ზეა, რაც 2017 წელს 68%-ს შეადგენდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 2017 წელთან შედარებით, საქართველოში რეგისტრირებული კიბერდანაშაულის რაოდენობა 151%-ით გაიზარდა. ამ დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი კი სამჯერ შემცირდა და 8.75%-ს შეადგენს.

კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით, წლის 11 თვეში ამ ტიპის დანაშაულის სულ 1051 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც მხოლოდ 92 საქმე არის გახსნილი. ეს ნიშნავს, რომ ამ ტიპის დანაშაულების 90%-ზე მეტი გასულ წელს გაუხსნელი დარჩა. ამ კატეგორიის დანაშაულების მკვეთრი ზრდა საზოგადოებას საკუთარ კიბერუსაფრთხოებაზე უფრო მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მიანიშნებს.

სამოხელეო დანაშაული, რაც მათ შორის ქრთამის მიცემასაც მოიცავს, 34%-ით არის გაზრდილი, სულ ამ ტიპის დანაშაულის 601 შემთხვევა აღირიცხა.

ნარკოდანაშაული კი 13%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, ამ ტიპის სამართალდარღვევის 3,961 ფაქტი გამოვლინდა. გახსნის მაჩვენებელი კი 83%-ზეა, რაც 2017 წელს 91%-ს შეადგენდა.

2018 წლის კრიმინალის სრულ სტატისტიკას შსს 2019 წლის იანვრის ბოლოს გამოაქვეყნებს.

16.ივნისი.2019 19:00
150

რა რჩევებს აძლევს გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობას

ვრცლად
16.ივნისი.2019 15:35
278

„ევექსის ჰოსპიტლებში“ ისრაელის პროფესორები ოპერაციებს განახევრებულ ფასად ჩაატარებენ

ვრცლად
16.ივნისი.2019 11:18
438

ვანო მაჭავარიანი: "ოქროს სიის" გაუქმება რეალურად ორი წელია ბიუჯეტში იყო ნაგულისხმევი

ვრცლად
15.ივნისი.2019 21:10
681

"აშშ-ში ვიზიტმა გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში"

ვრცლად
15.ივნისი.2019 18:37
396

ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

ვრცლად
15.ივნისი.2019 15:16
820

29 ივნისს, კონფერენცია - „ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“ გაიმართება

ვრცლად