მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019-2020 სასწავლო წელს სწავლა 8 247 მოსწავლემ შეწყვიტა

5fc67b0d6ae0c
თათია ჩაფიჩაძე
01.12.20 23:10
795
2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 609.1 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 90.1% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 9.9%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% - ბიჭი.

რაც შეეხება სწავლის შეწყვეტის მასჩვენებლებს, 2019-2020 სასწავლო წელს სწავლა 8 247 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც 31.6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს 41% გოგოა, ხოლო 59% ბიჭი.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, იმ მოსწავლეების რაოდენობა, ვინც 2020 წელს სწავლა დაასრულა 88 554-ია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.4%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.5% და 51.2%-ს შეადგნს.

სხვათაშორის საინტერესოა ტენდენცია იკვეთება იმ მოსწავლეების მიმართულებით, ვინც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებით ინტერესდება. მიმდინარე წელს ამ საგნებს 167 375 მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.7%-ით მეტია.

რაც შეეხება პედაგოგებს 2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 699 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.2%, ხოლო კაცების წილი 12.8%-ია.

2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 309 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 223 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 4 ერთეულით შემცირდა, ყველაზე მეტი სკოლა კი იმერეთში ფიქსირდება.