17.მაისი .2020 13:19

2019-2020 წლებში ხახვის იმპორტისთვის საქართველოდან $15 მლნ გავიდა - TOP-იმპორტიორები

views 1234
უკან

2019 წელს საქართველოში 12.4 მლნ დოლარის 34,781 ტონა ახალი ან გაცივებული თავიანი ხახვი და ხახვი-შალოტის იმპორტი განხორციელდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა. სტატისტიკის თანახმადვე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 9,031 ტონის ხახვის იმპორტისთვის საქართველოდან 3 მლნ დოლარი გავიდა.

როგორც წელს, ისევე როგორც 2019 წლის განმავლობაში, საქართველოში ხახვი თურქეთიდან შემოდის ($5 მლნ); ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია უზბეკეთი ($2,3 მლნ), აზერბაიჯანი ($1,8 მლნ), ყაზახეთი ($1,8 მლნ) და რუსეთი ($0.5 მლნ).

რაც შეეხება ექსპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, შარშან საქართველოდან 279,4 ათასი აშშ დოლარის 804.6 ტონა ხახვის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორისაა თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა