27.ოქტომბერი .2020 00:30

2019-21 წლებში 90 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებაა გათვალისწინებული – თურნავა ანგარიშს დღეს წარადგენს

2019-21 წლებში 90 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებაა გათვალისწინებული – თურნავა ანგარიშს დღეს წარადგენს
views 267
უკან

დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის უწყება ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის ბოლოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი - 1 მილიონ 400 მლნ-მდე აბონენტი ჩართული იქნება ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში.

"ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული 2019 – 2021 წლებზე გათვლილი გაზიფიცირების პროგრამის წარმატებით და რაც მთავარია, ვადების სრული დაცვით განხორციელებით.

2013 წლიდან დღემდე დამატებით 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა და 312 000 ოჯახს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს გაზით. 2019-2021 წლების გეგმით ჯამურად გათვალისწინებულია 90 000-მდე აბონენტის გაზიფიცირება. სამუშაოების სრული ღირებულება 240 მლნ. ლარს შეადგენს", – წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშის და გეგმების პრეზენტაცია წალენჯიხაში, ახალგაზრდობის პარკის ტერიტორიაზე გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა