მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელი მსოფლიო ავიაციაში უსაფრთხო პერიოდად შეფასდა - BBC

5e2c24c8e4f17
მარიამ ადამია
26.01.20 00:02
948
20 ავიაკატასტროფა და 280-მდე დაღუპული ჯამში, - ასეთია 2019 წლის მონაცემები მსოფლიოში, რომლის მიხედვითაც გასული წელი, კომერციული ფრენების ბოლო 74 წლის განმავლობაში ყველაზე უსაფრთხო პერიოდად შეფასდა. ნიშნავს, თუ არა ეს ფაქტი იმას, რომ თანამედროვე სამყაროში ჩვენი ფრენა გაცილებით უსაფრთხო და დაცული გახდა და რამდენად დაზღვეულები ვართ კატასტროფისგან, ამ კითხვაზე პასუხს ბოლოს გაგცემთ, მანამდე კი ფაქტებს გადავხედოთ.

BBC-ის მიხედვით, ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც 2019 წელს გვახსენდება, 10 მარტით თარიღდება, როდესაც ადგილობრივი დროით 08 საათზე და 44 წუთზე, თვითმფრინავი Boeing 737 Max აფრენიდან ექვს წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ადის-აბებადან კენიის დედაქალაქ ნაირობისკენ ასრულებდნენ რეგულარულ ფრენას. ტრაგედიის შედეგად 157 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ბორტზე დაღუპულებს შორის იყვნენ გაერო-ს თანამშრომლები, სიცილიელი მაღაკჩინოსანი და სლოვაკი დეპუტატის ოჯახის წევრები და უმეტესობა იუნესკოს პროექტის ფარგლებში კენიაში მიემგზავრებოდა. ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ ბორტზე 33 ეროვნების მგზავრი იმყოფებოდა.

თუმცა ამ ტრაგედიამდე, ერთი დღით ადრე, კოლუმბიის ცენტრალურ რეგიონში ავარიული დაშვების მცდელობის დროს მოხდა ავიაკატასტროფა. ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანი ვერ გადარჩა. დაღუპულთა შორის კი, ერთ-ერთი ქალაქის მერიც იყო.

ხოლო 2019 წლის ბოლო ავარია 27დეკემბერით თარიღდება, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი ალმაათის აეროპორტში ჩამოვარდა, ხოლო მომხდარის შედეგად, ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაიღუპა 14 ადამიანი და 35 დაშავდა. ეს არის გასული წლის ყველაზე გახმაურებული ავიაკატასტროფები, თუმცა მთლიანობაში სამოქალაქო სამგზავრო და სატვირთო ფრენების დროს, ჯამში 20 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც სამწუხაროდ 283 ადამიანი დაიღუპა. ეს მაჩვენებლები კი, მიუთითებს იმაზე, რომ დანაკარგების მიუხედავად მაინც, 2019 საავიაციო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო წელი იყო.

რაც შეეხება ყველაზე უსაფრთხო წელს, 2017 დასახელდა - 10 ავიაკატასტროფითა და 44 დაკარგული სიცოცხლით. ხოლო ყველაზე ტრაგიკული წელი გარდაცვლილი ადამიანების მიხედვით 1972 გამოიკვეთა, როდესაც 65 ავია - შემთხვევის შედეგად, 2 ათას 472 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ავიაკატასტროფების სიმრავლის მიხედვით, 1948 წელი, ამ პერიოდში მსოფლიოს 80 კატასტროფა ახსოვს.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ფაქტია, რომ 8 იანვარს თეირანში მომხდარი კატასტროფის შემდეგ უსაფთხო წლებს შორის უკვე ვეღარ მოხვდება.