2018 წელს არსებული 585-მილიონიანი ზარალის შემდგომ, სს “საპარტნიორო ფონდმა” 2019 წელი 71 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, მოგება ფონდის საკუთარებაში არსებული მსხვილი სახელმწიფო კომპანიების ჯამური შემოსავლების ზრდამ განაპირობა.
კერძოდ კი ფონდის კოსნოლიდირებული შემოსავალი 2019 წელს 18%-ით გაიზარდა და მან 2.16 მილიარდ ლარს მიაღწია. ფონდის ძირითადი შვილობილი კომპანიების მიხედვით ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები შემდეგი იყო:
● ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 915 მილიონი ლარის შემოსავალი (ზრდა 33%), წმინდა მოგება 121 მილიონი ლარი (კლება 24.8%);
● ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 570 მილიონი ლარის შემოსავალი (ზრდა 7%), წმინდა მოგება 0 (უცვლელია);
● საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 257 მილიონი ლარის შემოსავალი (ზრდა 5%), წმინდა მოგება 10 მილიონი ლარი (კლება 36%);
● საქართველოს რკინიგზა - 519 მილიონი ლარის შემოსავალი (ზრდა 13), სრული ზარალი 6 მილიონი ლარი, 2018 წელს ზარალი 716 მილიონი ლარი იყო. თავისმხრივ, რკინიგზის ამ მოცულობის ზარალი კომპანიის აქტივების გაუფასურებით იყო გამოწვეული.
შესაბამისად ფონდის ფინანსური შედეგების შედარებითი გაუმჯობესება განპირობებული იყო:
1) ძირითად შვილობილ კომპანიებში შემოსავლების მატებით;
2) საქართველოს რკინიგზაში ზარალის ოდენობის შემცირებით.
“მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, ფონდი ფისკალური რისკების წყაროს წარმოადგენს,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში.
საპარტნიორო ფონდი ამჟამად რეფორმირების პროცესშია, რის გამოც მას ახალ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა და ახალი სესხების გაცემა შეზღუდული აქვს.
ამავე რეფორმირების შედეგად, იცვლება თავად ფონდის სტრუქტურაც. ივლისში ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ელექტროენერგეტიკული ობიექტები ფონდიდან უკვე გავიდნენ, საუბარია სახელმწიფო ელექტროსისტემასა და ესკოზე. რეფორმირების პროცესში საპარტნიორო ფონდმა “თელასში” მისი კუთვნილი წილიც 24.5%-იანი წილიც გაასხვისა, რომელიც სექტემბრის დასაწყისში 32.4 მილიონ ლარად ქართველმა ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ შეიძინა.
ფონდი ასევე მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს “ბორჯომი-ლიკანის” გაყიდვასაც ცდილობს, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ, რადგან ორივე აუქციონი უშედეგოდ დასრულდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის მდგომარეობით ფონდის აქტივები 5.99 მილიარდ ლარს შეადგენს.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?