მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საპარტნიორო ფონდში დავით საგანელიძის ანაზღაურება 237,231 ლარი იყო

5e3abd2416bba
შოთა ტყეშელაშვილი
05.02.20 17:30
1458
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2019 წელს ანაზღაურების სახით 237,231 ლარი მიიღო, რაც ერთ თვეში საშუალოდ 19,769 ლარს შეადგენს. 

დავით საგანელიძის ანაზღაურება 2018 წელთან შედარებით 2019 წელს 56,769 ლარით შემცირდა. 2018 წელს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ანაზღაურება 294,000 ლარს შეადგენდა. 

ამ დროისთვის საპარტნიორო ფონდის 2019 წლის ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არაა. 2018 წლის განმავლობაში კი, საპარტნიორო ფონდის კონსოლიდირებული ზარალი 609 მილიონ ლარს შეადგენდა. 

საპარტნიორო ფონდი სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი კომპანიების მართვით მიღებული დივიდენდების საინვესტიციო პროექტებისკენ მიმართვითვის შეიქმნა. ფონდის მფლობელობაშია ისეთი კომპანიები, როგორიცაა - საქართველოს რკინიგზა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და სხვა აქტივები.