მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს ADB-მ 68 განვითარებადი ქვეყანა $33.74 მილიარდით დააფინანსა

5ec23116b5674
თელარა გელანტია
18.05.20 10:53
912
2019 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტების, პროგრამებისა და სხვა განვითარების დახმარების დაფინანსებამ ბანკის განვითარებადი წევრებისთვის აზიასა და ოკეანეთში 33.74 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა - რაც ხაზს უსვამს ADB-ის მტკიცე მხარდაჭერას რეგიონის წარმატებული, მრავალმხრივი, მედეგი და მდგრადი განვითარებისთვის, - ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული.

„კმაყოფილი ვარ ჩვენი 2019 წლის მუშაობით, ხოლო 2020 წელს უკვე არსებული შედეგები იმედით მავსებს; ამ მიღწევებზე დაყრდნობით გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიასთან გამკლავებაში დროული და სათანადო დახმარება გავუწიოთ ჩვენ წევრებს", - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

მიმდინარე წლის 13 აპრილს კოვიდ-19-ზე რეაგირებისთვის ADB-მ დაამტკიცა 20 მილიონი აშშ დოლარის პაკეტი ფართომასშტაბიანი მოქმედებისა და პროგრამებისთვის, მისი წევრი განვითარებადი ქვეყნების მიერ პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად.

„2019 წელს ბანკის მიერ აღებულმა ახალმა ვალდებულებებმა სესხების, გრანტების, ინვესტიციების და გარანტიების სახით ADB-ის პირადი რესურსებიდან, მისი განვითარებადი წევრების ზრდისა და განვითარების გეგმების ხელშესაწყობად 21.64 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წელს გაცემულმა თანხებმა, რაც პროექტების წარმატებული განხორციელების მთავარი ინდიკატორია — რეკორდულ 16.47 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2018 წლის მონაცემებს 16.1%-ით აღემატება.

ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციებმა 2019 წელს $3 მილიარდიან ნიშნულს მიაღწია, რაც ასეთი მაჩვენებლის ზედიზედ მეორე წელია და კერძო სექტორის ინვესტიციების ახალ დარგებსა და ბაზრებზე გასვლის გეგმებს ასახავს.
2019 წელს თანადაფინანსებამ 11.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 6.98 მილიარდი კერძო სექტორის ოპერაციებზე მოდის.

ADB-ის მიერ კლიმატის დაფინანსებამ 2019 წელს რეკორდულად მაღალი 6.55 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამით ბანკმა ერთი წლით ადრე მიაღწია წლიური კლიმატის ინვესტიციების გაორმაგების დასახულ მიზანს 2014 წელს არსებული 3 მილიარდი აშშ დოლარიდან. აღნიშნულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ADB-ის მხარდაჭერა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისადმი. სტრატეგია 2030-ის სამიზნე ნიშნულია კლიმატის ჯამური დაფინანსება 2024 წლისათვის 35 მილიარდი აშშ დოლარით, ხოლო 2030 წელს — 80 მილიარდი აშშ დოლარით.

ADB ასევე მუშაობს სტრატეგია 2030-ში გენდერული თანასწორობის წახალისების დასახული მიზნის შესასრულებლად, მისი ოპერაციების მინიმუმ 75%-ში.

ADB-ის წლიური ანგარიში უკვე მეორე წელია ციფრულ ფორმატში გამოიცემა მდიდარი მულტიმედია შემადგენლობით, ხოლო წლევანდელი ეკომეგობრული ვერსია სრულად ციფრულია: www.adb.org/ar2019/digital“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

ცნობისთვის:ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.