17.მარტი .2020 10:38

2019 წელს ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა

views 147
უკან

2019 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 992.9 ათასით განისაზღვრა. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე 1.2 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2018 წლის შესაბამის მონაცემებს 8.6%-ით აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, დროის საანგარიშო პერიოდში რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 530.7 ათასით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 10.3%-ით მეტია.

ვიზიტორების 36.7% 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 55.5%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების თითქმის მესამედი თბილისის მაცხოვრებელია, 16.8% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.9% კი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლაზე ნაწილდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა