მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს აშშ-დან საქონლის იმპორტი 7.8%-ით გაიზარდა - რას ვყიდულობთ ამერიკაში

5e3043afad9d5
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.20 23:00
1699
2019 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქონლის იმპორტმა 390.0 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 7.8%-ით აღემატება (359.8 მლნ დოლარი).

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 521.8 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 74.7%-იანი წილი იმპორტს უკავია.

რა იყიდა საქართველომ 2019 წელს აშშ-სგან?

1. მსუბუქი ავტომობილები - 274.3 მლნ დოლარი;
2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 35.3 მლნ დოლარი;
3. ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა - 12.0 მლნ დოლარი;
4. ახალი, გაცივებული ან გაყინული ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - 3.8 მლნ დოლარი;
5. თხილი და სხვა კაკალი - 3.5 მლნ დოლარი;
6. თევზი გაყინული - 2.5 მლნ დოლარი;
7. პოლიმერები ვინილქლორიდისა ან სხვა ჰალოგინირებული ოლეფინებისა - 2.4 მლნ დოლარი;
8. ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - 2.1 მლნ დოლარი;
9. ნაწარმი ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებებისაგან - 2.0 მლნ დოლარი;
10. მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 1.9 მლნ დოლარი.

საქსტატის მონაცემებით, უმსხვილეს იმპორტიორი კომპანიების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: შპს კავკასიის ავტოიმპორტი; სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველო; შპს ჯი-თი მოტორს; შპს ჯორჯიან ეარვეისი; შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია; შპს სტრადა მოტორსი; სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდის ფილიალი საქართველოში; სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი); შპს ნათს ფუდ; შპს Caucasian Metals Terminal.

შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.