მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს აშშ-დან FDI 3.5%-ით შემცირდა - TOP-10 სექტორი, სადაც ამერიკული ინვესტიციები იდება

5e79bf3bdc42b
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.20 21:00
1015
2019 წელს აშშ-დან საქართველოში 99.0 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის ინვესტიციებთან შედარებით 3.5%-ით ნაკლებია.

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ამერიკიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობას FDI-ში 7.8%-იანი წილი უკავია. (წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამში 1.267 მლრდ დოლარი შეადგინა).

2010 წლიდან აშშ-დან უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 9 წელიწადში 794.1 მლნ დოლარი შეადგინა. ამ წლების განმავლობაში ყველაზე მსხვილი ამერიკული ინვესტიცია 2010 წელს განხორციელდა - 141.2 მლნ დოლარი; 2014 წელს - 184.4 მლნ დოლარი; 2015 წლიდან ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ყოველწლიურად ეს მაჩვენებელი მზარდი იყო 2018 წლის ჩათვლით, როდესაც ამერიკულმა ინვეტიციებმა 102.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც FDI-ის 8.1% იყო (2018 წელი FDI - 1.265 მლრდ დოლარი).

რაც შეეხება სექტორებს, რომელშიც ამერიკიდან განხორციელებული ინვესტიციები მიიმართა, მათი ტოპ-10-ეული ასე გამოიყურება:

1. კავშირგაბმულობა - 58.3 მლნ დოლარი;
2. უძრავი ქონება - 17.8 მლნ დოლარი;
3. მშენებლობა - 5.0 მლნ დოლარი;
4. სამთომოპოვებითი მრეწველობა - 1.9 მლნ დოლარი;
5. საფინანსო სექტორი - 1.1 მლნ დოლარი;
6. ჯანმრთელობის დაცვა და სოც. დახმარება - 728.4 ათასი დოლარი;
7. ენერგეტიკა - 727.2 ათასი დოლარი;
8. ტრანსპორტი - 682.3 ათასი დოლარი;
9. სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - 605.8 ათასი დოლარი;
10. დანარჩენი სექტორები, რომელშიც ინვესტიციები განხოეციელდა - ვაჭრობა, განათლება, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება, სასტუმროები და რესტორნები და დამამუშავებელი მრეწველობა - ამ სექტორებში ჯამში 2019 წელს 12.0 მლნ დოლარის ამერიკული ინვესტიცია ჩაიდო.

გასული წლის განმავლობაში აღნიშნულ ინვესტიციებს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით შემდეგი კომპანიები ახორციელებდნენ:

CHEMONICS INTERNATIONAL INC-ის (ქემონიქს ინტერნეიშენელ ინკ) ფილიალი ქემონიქს საქართველო; შპს მაგთიკომი; ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში; მოგებაზე არაორიენტირებული კორპორაცია PROJECT HARMONY-ს ფილიალი საქართველოში; საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო; ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტ, ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში; ჯენერალ ელექტრიკ ინთერნეიშენალ, ინკ.-ის ფილიალი საქართველოში; სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდის ფილიალი საქართველოში; შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია; ეი არ დი, ინკ.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.