მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობა 2,290,166 ვიზიტორით გაიზარდა

5e1586bfc59af
BM.GE
08.01.20 11:54
1548
Google Analytics-ის მონაცემებით, 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში bm.ge-ის 2,414,004 უნიკალური მომხმარებელი ჰყავდა. მათ შორის 2,290,166 უნიკალური ვიზიტორი ვებგვერდის ახალი მომხმარებელი იყო.

Google Analytics-ის მონაცემებით, bm.ge-ის მკითხველებს გასული წლის განმავლობაში ჩვენ ვებგვერდზე 8,197,533 სესია ჰქონდათ. ამ სესიების დროს ვებგვერდის ინდივუდუალურ გვერდებზე (ვიდეოებზე/სტატიებზე) განხორციელებული ნახვების რაოდენობა (Pageviews) 13,670,274-ს შეადგენს.

2019 წლის განმავლობაში bm.ge-ის მომხმარებელთა განაწილება გეოგრაფიული არეალების მიხედვით ასეთია - მკითხველთა 82.6% - საქართველოდან; 5.2% - აშშ-დან; 1.4% - გერმანიიდან; 1.2% - რუსეთიდან, 1% კი  - იტალიაში რეგისტრირებული IP მისამართიდან სტუმრობდა ჩვენ ვებგვერდს.

2019 წელს 2018 წელთან შედარებით, bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობა - 2.11-ჯერ, ვებგვერდზე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა - 3-ჯერ, ნანახი გვერდების რაოდენობა (Pageviews) კი 3.5-ჯერ არის გაზრდილი.

2020 წლის პირველი კვირის განმავლობაში bm.ge-ზე 127,931 ვიზიტორი იმყოფებოდა, მათ შორის 71,859 ახალი მკითხველი იყო. ამ ვიზიტორთა მიერ ვებგვერდზე განხორციელებული ვიზიტების (სესიების) რაოდენობა - 189,767-ს, ხოლო ნანახი გვერდების (Pageviews) რაოდენობა კი, 456,145-ს შეადგენდა.