მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს ჩინეთიდან საქართველოში 48,071 ვიზიტორი შემოვიდა

5e2efb8782fbf
შოთა ტყეშელაშვილი
27.01.20 19:25
1183
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში  ჩინეთიდან 48,071 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით, 50.9%-ით მეტი იყო. 

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში საშუალოდ ჩინეთის მოქალაქე ერთ ვიზიტზე საქართველოში 2.253 ლარს ხარჯავდა, რა მაჩვენებლითაც ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში მეშვიდე ყველაზე მაღალმხარჯველი ვიზიტორები არიან.

10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ:


1 აშშ - 4,115 ლარი; 
2 საუდის არაბეთი - 3,543 ლარი; 
3 არაბთა გაერთიანებული საემირო - 2,750 ლარი; 
4 ნიდერლანდები - 2,636 ლარი; 
5 საფრანგეთი - 2,488 ლარი; 
6 ირანი - 2,287 ლარი; 
7 ჩინეთი - 2,253 ლარი; 
8 ისრაელი - 2,194 ლარი; 
9 ჩეხეთი - 2,067 ლარი; 
10 ინდოეთი - 2,041 ლარი. 

2019 წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია. ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანი, მეორე ადგილზე კი, რუსეთის ფედერაციაა. 

15 ქვეყანა, საიდანაც გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 აზერბაიჯანი - 1,526,619 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7.20%;
2 რუსეთი - 1,471,558 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 4.80%;
3 სომხეთი - 1,365,048 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7.60%;
4 თურქეთი - 1,156,513 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5.30%;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 488,841 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2.60%;
6 უკრაინა - 207,667 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 17.30%;
7 ისრაელი - 205,051 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30.70%;
8 ირანი - 141,997 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -51.20%;
9 ყაზახეთი - 103,611 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 75.70%;
10 გერმანია - 89,051 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 38.10%;
11 პოლონეთი - 88,300 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 32.00%;
12 საუდის არაბეთი - 75,155 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 44.90%;
13 ბელარუსი - 66,174 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 9.80%; 
14 ინდოეთი - 54,606 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7.30%;
15 ჩინეთი - 48,071 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 50.90%;