მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს E-space-ის სადგურებზე ელექტრომობილების დასატენად 245 000 კვტ ელენერგია დაიხარჯა

5e2b26f7b6b23
თამთა ჯიჯავაძე
24.01.20 23:40
1098
2019 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 2135 ელექტრომობილია რეგისტრირებული, მაშინ როდესაც 2018 წლის დეკემბერში მათი რაოდენობა 1 384 იყო. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია E-space-ში განუცხადეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტრომობილების რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდება დასამუხტი სადგურების მოხმარების სიხშირეც. რაც შეეხება ელექტრომობილების დამუხტვისთვის დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობას, E-space-ის მონაცემებით, 2019 წელს მათ სადგურებზე ელექტრომობილების დასატენად 245 000 კვტ ელექტროენერგია დაიხარჯა.
E-space-ს საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილების 110-ზე მეტი დამტენი აქვს დამონტაჟებული.

აღსანიშნავია, რომ შსს-ის მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში გასულ წელს 822 ელექტრომობილი დარეგისტრირდა. 2018 წელს კი, დარეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობამ 624 შეადგინა.