მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს ექსპორტზე $11 მლნ-ის სანელებლები გავიდა - რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული სუნელები

5e2c19f07b679
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.20 16:01
2966
2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე 10.7 მლნ დოლარის ღირებულების 5 373 ტონა სუნელ-სანელებლები გავიდა.

ამის შესახებ BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

2019 წელს სუნელების ექსპორტით მიღებული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 19.2%-ით გაიზარდა და 10.7 მლნ ლარი შეადგინა (2018 წელი - 8.6 მლნ დოლარი). 13%-ით 5 373 ტონამდე გაიზარდა ექსპორტირებული სანელებლების მოცულობაც. 

გასულ წელს ყველაზე მეტი სანელებელი ექსპორტზე რუსეთში გავიდა - 1, 858 ტონა ექსპორტირებული სუნელების ღირებულებამ 3.9 მლნ დოლარი შეადგინა.

საექსპორტო ქვეყნების ტოპ ათეულში მოხვდა:

• ჩინეთი - 1 765 ტონა, 3.6 მლნ დოლარი;
• უკრაინა - 735 ტონა, 1.5 მლნ დოლარი;
• ფილიპინები - 141 ტონა, 290 ათასი დოლარი;
• ვიეტნამი - 169 ტონა, 264 ათასი დოლარი;
• ყაზახეთი - 103 ტონა, 153 ათასი დოლარი;
• უზბეკეთი - 224 ტონა, 150 ათასი დოლარი;
• სომხეთი - 54 ტონა, 117 ათასი დოლარი;
• ლიეტუვა - 38 ტონა, 94 ათასი დოლარი;
• ბელარუსი - 41 ტონა, 85 ათასი დოლარი;

აღსანიშნავია, რომ თურქეთში გასულ წელს სანელებლების ექსპორტი არ განხორციელებულა. 2018 წელს კი მეზობელი ქვეყნის ბაზარი ერთ-ერთი მოწინავე იყო სუნელების საექსპორტო ბაზრებს შორის; შარშანწინ თურქეთში ექსპორტზე 1.3 მლნ დოლრის ღირებულების 1 002 ტონა სანელებლები გავიდა.

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც 2019 წელს ქვეყნიდან სანელებლების ექსპორტს ახორციელებდნენ, სია მოხვდნენ: შპს გეოპრიპრავა; შპს ლაურუს; შპს აგროლენდი; შპს ქართული დაფნა; შპს მადანი; შპს კონჭკათი 2018; შპს გოლდ დაფნა; შპს LEAFLUX და ა.შ.