05.აგვისტო .2020 22:00

2019 წელს ევროკავშირში ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი გასამმაგდა - Eurostat

views 520
უკან

ევროპის სტატისტიკურმა სააგენტო Eurostat-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2019 წელს წინა წელთან შედარებით ევროკავშირში ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი გასამმაგდა.

Eurostat-ის ანგარიშის მიხედვით, თავის მხრივ მოთხოვნა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე გაორმაგებული იყო 2018 წელს (104%) 2017 წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, 3.1 მილიარდი ევროს ღირებულების ელექტრონული და ჰიბრიდული მანქანები იქნა შემოყვანილი ევროკავშირის ქვეყნებში, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული რიცხვი 1.8 მილიარდ ევროს შეადგენდა.

როგორც Eurostat-ის ახალი ანგარიშით ირკვევა, ჯამურად 2019 წელს 8.2 მილიარდის ღირებულების ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები იქნა შესყიდული ანუ ნავარაუდებზე 1.1 მილიარდი ევროთი მეტი.