19.იანვარი .2020 17:44

2019 წელს ინტელექტუალური საკუთრებისთვის ავტორების შემოსავალი 5,5 მილიონი ლარი იყო

views 434
უკან

ინტელექტუალური საკუთრებისთვის ავტორებმა 2019 წელს 5,5 მილიონი ლარი მიიღეს,- ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილა”-ში საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ განაცხადა.

როგორც კობალაძე ამბობს, ამ მიმართულებით წლიდან წლამდე მდგომარეობა უმჯობესდება. ბოლო 8 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გაცემული ჰონორარების რაოდენობა 25-ჯერ არის გაზრდილი.

კობალაძე იმასაც, ამბობს, რომ ჰონორარების 30-35% ქართველ ავტორებზე გაიცემა, ხოლო დანარჩენი მსოფლიოს მასშტაბით 25-30 ქვეყანაში იგზავნება.

“შეგროვებული და განაწილებული ჰონორარის ოდენობა დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი. თუ ციფრებში გამოვსახავთ ეს არის 5,5 მილიონ ლარზე ცოტათი მეტი, რაც შეგროვდა წინა წელთან შედარებით. წინა წელთან შედარებით ეს რიცხვი 500 000 ლარით მეტია. იმ პირობებში რა პირობებშიც საქმიოანობა გვიწევდა არის საკმაოდ კარგი შედეგი. ბოლო 8 წლის განმავლობაში არცერთი წელი არ ყოფილა, რომელიც არ იყო წინა წელთან შედარებით უკეთესი. დაახლოებით 25-ჯერ არის 8 წლის განმავლოაბში ჰონორარის ოდენობა გაზრდილი“,- აცხადებს კობალაძე.

კობალაძე საუბრობს საფრთხეებზეც, რომლითაც როგორც ის ამბობს, 2019 წელი განსაკუთრებით დატვირთული იყო. საქმე ეხება რუსულ ორგანიზაციას, რომელიც მოსარგებლეებს ჰონორარის გადახდას სთხოვს, ეს ორგანიზაცია კი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ჰონორარები მოსარგებლეებისგან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა