მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს ირანიდან საქართველოში ვიზიტები განახევრდა

5e1893651306d
დავით ჯალაღონია
11.01.20 13:25
1396
2019 წელს ირანიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 141 997 ვიზიტი განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელს, 2018 წელთან (291 070 ვიზიტი) შედარებით, ვიზიტების რაოდენობა 51,2%-ით შემცირდა. 2019 წლის 11 თვეში კი, საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 24,281 მოქალაქეს ეთქვა. 

აღსანიშნავია, რომ ტოპ-15 ქვეყანას შორის, საიდანაც 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი დაფიქსირდა, ირანი ერთადერთია, საიდანაც ვიზიტები შემცირდა.

საერთო ჯამში კი, 2019 წელს საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა 2018 წელთან შედარებით +7.8%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 7,725,774 შეადგინა, ზრდა +7.3%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,080,478 შეადგინა, რაც 323,658-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ზრდა +6.8%.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევიან ის ქვეყნები სადაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანია გამართა, შედეგად დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია +38.1%, პოლონეთი +32%, საფრანგეთი +28.4%, გაერთიანებული სამეფო +27.5%, ნიდერლანდები +25.8% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +101.9%, ყირგიზეთი +99.6%, ყაზახეთი +75.7%, ჩინეთი +50.9%, საუდის არაბეთი +44.9%, ქუვეითი +34.7% და სხვა.

2019 წლის დეკემბერში საქართველოში 667,612 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +16.4%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 534,732 შეადგინა, ზრდა +16.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 312,046 შეადგინა, რაც 41,821-ით მეტია 2018 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +15.5%).