მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს "ჰუმანოიდის" ბრუნვა 100%-ით გაიზარდა

5e3ea1956813d
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.20 13:05
1115
2019 წელს ტყავის ჩანთების, საფულეების და სხვადასხვა აქსესუარების მწარმოებელი კომპანია "ჰუმანოიდის" ბრუნვა 100%-ით გაიზრადა და 450 000 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ BM.GE-ის ბრენდის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ლუტიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ბრენდის ცნობადობა საკმაოდ გაზრდილია და მაღაზიების გახსნას მოლებშიც ფიქრობს.

"ბრენდი ნელ-ნელა განვითარდა და ამ ეტაპისთვის 2 მაღაზია თბილისში (ორბელიანის მოედანსა და თაბუკაშვილის ქუჩაზე) და 1 ქუთაისშია (პუშკინის ქუჩაზე). კომპანიის განვითარება მოგების რეინვესტირებით ხდებოდა. დღეს ჩვენი წარმოების სხვადასხვა პროდუქტი 10-დან 480 ლარამდე ღირს და ძირითად აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ, რაც ჩვენს მომხმარებელს ძალიან მოსწონს", - ამბობს ნიკოლოზ ლუტიძე.

ცნობისთვის, "ჰუმანოიდი" ადგილობრივ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და მისი წარმოება თბილისშია განთავსებული. საწყისი ინვესტიცია 1000 ლარს არ აღემატებოდა. ამ დროისთვის საწაროში 12 ადამიანია დასაქმებული, თუმცა დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ და უცხოეთის ბაზარზე მისი პროდუქტისადმი გაზრდილი მოთხოვნა, საწარმოს გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.