მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს "ქართულმა ოცნებამ" Facebook-ზე 177,000 ლარის რეკლამა შეიძინა - დეკლარაცია

5e4298fb905c1
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.20 16:20
1131
პოლიტიკურმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2019 წლის განმავლობაში პარტიის ხარჯების ამსახველი ანგარიშგება წარუდგინა. სამტომიანი დოკუმენტის შემაჯამებელი ანგარიშფაქტურის (ტომი მესამე, გვერდი 53) მიხედვით, გასული წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მთლიანი შემოსავალი 9,506,629 ლარი იყო, ხოლო მთლიანი ხარჯები კი 8,877,709 ლარს შეადგენდა. 

პარტიის ანგარიშის მიხედვით, სარეკლამო ხარჯებზე 1,747,137 ლარი დაიხარჯა, საიდანაც სატელევიზიო რეკლამაზე "ოცნებამ" 615,723 ლარი დახარჯა, დანარჩენი თანხა კი ონლაინ და გარე რეკლამებზე მიიმართა. 

პარტიის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში სოციალურ ქსელს Facebook-ზე, "ოცნებამ" 11 კონტრაქტის ფარგლებში, ჯამში 176,913 ლარი დახარჯა. 

ოფიციალური მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" პარტიაში დასაქმებულთა ხელფასებზე 503,894 ლარი დახარჯა. 

დეკლარაციის მიხედვით, "ქართული ოცნების" შემოსავალი წყაროების მიხედვით ასე ნაწილდება:

საბიუჯეტო შემოსავალი - 2,212,059 ლარი;
მიზნობრივი დაფინანსება – 252,507 ლარი;
შემოწირულობები – 7,036,166 ლარი.