მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 41.5%-ით გაიზარდა

5e1d7aef0de82
თელარა გელანტია
14.01.20 12:23
1037
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 5 209 505 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 3.5%-ით მეტია, ხოლო ხოლო 2017 წელთან შედარებით ზრდა 27.63%-ია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 692 175 მგზავრს მოემსახურა, რაც 3.06%-ით (116 444 მგზავრით) ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის თორმეტი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული კლება გასული წლის 8 ივლისიდან, საქართველოს და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტით იყო განპირობებული.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 41.51%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 873 616 მგზავრი, რაც 256 243 მგზავრით მეტია ვიდრე 2018 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 2019 წელს 624 151 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 4.22%-ით (25 260 მგზავრით) მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე.